ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ლაშა გურული ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად სპორტსმენმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს !
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, იცით რომ ნახევარფინალში ვარ,რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება ! ბუნებრივია ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება !
6 წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა, ამჯერად მიზანშეწონილია გავიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი წინ დიდი გზა გვაქვს. პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028 !”- წერს სოციალურ ქსელში ლაშა გურული.
შეგახსენებთ, ლაშა გურული ასპარეზობაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალ ჰავსავს სძლია, მერვედფინალში კი ირლანდიელი დინ ქლენსი დაამარცხა, მეოთხედფინალში ინდოელ ჯამვალს აჯობა.
ამერიკული თავგადასავალი გრძელდება – დიმიტრი ლეკიშვილი “ქემდენიდან” კარიერას “Holy Family”-ში გააგრძელებს
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე – ლაშა გურულმა “უემბლიზე” ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
არის! – ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
