ირაკლი – თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ – შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები

თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ – შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები! – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც მ ამ კონტექსტში აღნიშნა, „თუ არ იქნება მაგალითები, რჩება ცდუნება, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს“.
„ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯთეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.
ყველა მიმართულებით ვიქნებით ეფექტიანებიც და მკაცრებიც. ეს არის ერთადერთი და უპირობო გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით