ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.
1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი იყო.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.
იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია და დღემდე ინარჩუნებს მსმენელის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას. 89 წლის ასაკში ნანი ბრეგვაძე კვლავ სცენის ვარსკვლავია.
ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის, ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი დედა იყო. სწრედ მისი რჩევით შექმენა ოჯახი ნანი ბრეგვაძემ. თავად მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ დედას მის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი და მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაოჯახება არ სურდა, დედის ნებას მაინც დაჰყვა და მერაბ მამალაძეზე იქორწინა.
დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.
როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.
ნანი ბრეგვაძე იხსენებდა, რომ მისი პირველი სიყვარული სოფიკო ჭიაურელის ძმა იყო:
“გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ის კი ცოლიანი იყო. ვგიჟდებოდი მასზე. შემდეგ გავთხოვდი, განვქორწინდი… ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა… ძალიან მუსიკალური იყო, ღმერთმა მიბოძა ეს სიყვარული… ჩვენთან სახლშიც მოდიოდა, თუმცა დედას ის არ მოსწონდა ჩემთვის, როგორც ქმარი…” – ამბობდა მომღერალი ინტერვიუში.
სოფიკო ჭიაურელს ორი ძმა ჰყავდა – ოთარ და რამაზ ჭიაურელები. ორივე ძმა რეჟისორი იყო. ოთარ ჭიაურელი 1966 წელს 49 წლის ასაკში, ხოლო რამაზ ჭიაურელი 1975 წელს 48 წლისა გარდაიცვალა.
