ლაშა ფარულავა – ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება – 4 ოქტომბერი იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის დღე

ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”, ისინი შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება „დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“.
ს დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის „ოცნებაში”. მდინარაძე, , პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ „პროტოქოცებში“ არ აქვთ და შიშები აქვთ თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ, შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მათ მინდა მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, რადგან ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.