ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა

ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა
გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოიგებს ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას აშშ-სგან, საქართველოში ველოდებით ელჩის დანიშვნას, რასაც თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას, მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება, ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას. რაც შეეხება „მეგობარი აქტს“, იმას, რომ გაჩერდა ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, ეს კარგია, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპულად დასრულდეს ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის“ გამარჯვებით. ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ

ასევე დაგაინტერესებთ

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა

ენჯეო რომ ხარ, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია, არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი იმიტომ, რომ თავის დროზე გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ დიდი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მცდელობისკენ, ეკლესიაზე თავდასხმისა და ნარკოტიკების პოპულარიზაციისკენ