ირაკლი კობახიძე – გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს იმით, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს – ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს

გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს იმით, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს – ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, “უცხოური აგენტურა, სიმახინჯე და ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს”.
“უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები და ესეც უნდა დასრულდეს, რასაც ვხედავთ. გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს და დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ ჩვენ ამას დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. მთავარი არის ეს, რომ ეს რადიკალიზმი აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება”,- განაცხადა მ.
ამასთან, კობახიძის განცხადებითვე, ადამიანები, რომლებიც თბილისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან აქციებს მართავენ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ იმართებიან.
“ეს ადამიანები, ვინც შტაბთან მიდიან, იმართებიან სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა. არცერთი არ გავს არც ქართველს, არც კაცს, არც ქალს. ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული. ეს ადამიანები გადასარჩენები არიან. ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, სხვადასხვა ტიპის თერაპია, იმედი ვიქონიოთ, საბოლოოდ ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან”,- განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.