პაპუაშვილი MEGOBARI აქტზე: მისი მიღება კონგრესის პრესტიჟს დაარტყამს

უპირველეს ყოვლისა, თავად აშშ-ის და კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რომ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი არ მიიღონ. ასე რომ, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესია – იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ავღანეთში ომს თავისი 30-ზე მეტი რჩეული ვაჟკაცი შესწირა. როცა NATO-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ან თავის ქვეყანაში, ან შტაბში იმალებოდა, ქართველი ხალხი მათ ამ ომში გაჰყვა და ამ ხალხის წინააღმდეგ მტრული აქტის მიღება, უპირველეს ყოვლისა, კონგრესის პრესტიჟს დაარტყამს.

თქვა შალვა პაპუაშვილმა MEGOBARI აქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია