კოალიციის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ს და მურთაზ ზოდელავას დაკავება პოლიტიკური დევნაა.
„კოალიციის სახელით გვინდა გავაკეთოთ განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მორიგი სამარცხვინო ტალღის შესახებ. კერძოდ, დავგმოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს და ასევე მურთაზ ზოდელავას დაკავების ფაქტი. პირველ რიგში, ჩვენი სრული სოლიდარობა დაკავებულებს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩვეული გახდა.
ამასთანავე უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს, რა დიაგნოზის მანიშნებელია ეს „ქართული ოცნებისთვის“. აბსოლუტურად ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის ცუდ მდგომარეობაში. ისინი დასდევენ ყოფილ გუნდის წევრებს, ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც იბრძვის და რაც მთავარია, მათ ეშინიათ ქუჩაში ბევრი ხალხის, პროტესტის. ისინი საქციელს კარგავენ ქუჩაში ბევრი ადამიანის [გამოსვლის] ნებისმიერ საფრთხეზე.
ამიტომ, სწორედ ამ გზით, საერთო პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა.
სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა მან ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.