“ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, არ გაგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში 4 ოქტომბრის სთვის, ხსნის “ზედმეტი ბიუროკრატიით”, რომელიც, მისი სიტყვებით, “ევროპას ვნებს”.
ამასთან, როგორც მ 11 სექტემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ, შესაბამისი კითხვის პასუხად უთხრა მედიას, როგორც ჩანს, “ეუთო/ოდირს თავის ატკივება არ სურდა”.
“ჩვენ ველოდებით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო, დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება…. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს… ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის. თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკივება აღარ სურდა ეუთო/ოდირს. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
9 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველომ დაკვირვებისთვის გასულ კვირას მოიწვია, უარს ამბობს 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისიის გამოგზავნაზე – ამ არჩევნებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მოწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“ და მისიის გამოგზავნას არ აპირებს.
· ჩვეულებრივ, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე იწყებენ მისიას – რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში პროცესის ორგანიზების და სხვა დეტალების დაკვირვებას.
· არჩევნების დღის მოახლოებისას, ჩადიან მოკლევადიანი დამკვირვებლები.
ეუთო/ოდირის უარის მიღების შემდეგ, ბრიფინგი გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, რომელმაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გადაწყვეტილებას “სამწუხარო” უწოდა.
ს მონაცემებით, ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებული არიან:
· იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია (IEC) (ორი დამკვირვებლით);
· ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო (ორი დამკვირვებლით);
· მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია (ორი დამკვირვებლით);
· თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო (ორი დამკვირვებლით);
· ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEBE) (ორი დამკვირვებლით);
· მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია (სამი დამკვირვებლით);
· ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ერთი დამკვირვებლით);
· სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია (ერთი დამკვირვებლით);
· ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ორი დამკვირვებლით);
· ს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია (ორი დამკვირვებლით);
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
· ფიჯის საარჩევნო ოფისი (FEO);
· უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
· ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი;
· სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან კი ცნობილია, რომ არჩევნებს დააკვირდებიან:
· „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“;
· „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი;
· „ასოციაცია თავისუფალი თაობა“;
· „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“;
· „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
· „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
· „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“;
· „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“;
· „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“.
დამკვირვებელთა ეს სია საბოლოო არ არის – საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ, ადგილობრივებს 24 სექტემბრამდე.