„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 სექტემბერს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან