მედია – ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

-ში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისრის, ბო მეისონის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და გასროლა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან განახორციელა.
იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან