ბალიზე წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

კუნძულ ბალიზე წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყალდიდობის შემდეგ ბალის პროვინციის დედაქალაქ დენპასარში ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ სამძებრო სამუშაოებში 125 მაშველი მონაწილეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, აბდულ მუჰარის განცხადებით, მიმდინარე კვირაში მოსული ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)