იუტაში, ღონისძიებაზე კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს ესროლეს

კონსერვატორ, ახალგაზრდული ორგანიზაცია Turning Point USA-ს აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ჩარლი კირკს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მას ესროლეს და ვლოცულობთ ჩარლისთვის“, – განაცხადა Turning Point USA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ობრი ლაიჩმა.
მედია წერს, რომ აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა მოხდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ცნობებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!