ახალ კოლონიაში კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ, ნავალნი სადამსჯელო საკანში მოათავსეს

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, , სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლისთანავე, რომელშიც იმყოფებოდა კოლონიაში მიყვანის შემდეგ, გადაიყვანეს იამალის გამოსასწორებელი კოლონიის სადამსჯელო საკანში.
ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მისი სოციალური ქსელების მეშვეობით.
ამჯერად მიზეზი გახდა ნავალნის უარი, წესების დაცვით წარედგინა თავი კოლონიის თანამშრომლისთვის, ნათქვამია პოლიტიკოსის შეტყობინებაში. “მსჯავრდებული ნავალნი… აღმზრდელობით მუშაობაზე არ ექვემდებარება, სათანადო დასკვნები არ გამოაქვს თავისთვის “, – მოჰყავს მას ამონარიდი ადმინისტრაციის დოკუმენტიდან.
ნავალნი სადამსჯელო საკანში შვიდ დღე-ღამეს დაჰყოფს. ის იზოლატორში 24-ედ გაუშვეს. სადამსჯელო საკანში ყოფნის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. პატიმრებს არ აქვთ უფლება, ამანათები მიიღონ გარედან, არ აქვთ სეირნობის უფლება და მათ არ აძლევენ საწოლის თეთრეულს.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია