საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანუკი ჩრდილელი თბილისის საქალაქო სასამრთლომ 4 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
აქტივისტი ანუკი ჩრდილელი ქართული ოცნების წარმომადგენლის, ოთარ ჩრილელის შვილია, რომელიც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
ანუკი ჩრდილელი, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
