“ასე მოქცევა საკუთარი ოჯახის გინების ტოლფასი არ არის? ეს გაგდით? ფუჰ…” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქართული ოცნების” პოლიტიკური კულტურა: 1. • საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს -ის წევრების ანუ პატიოსანი და ღირსეული აქტივისტების ფოტოებს ავრცელებენ მათი პროპაგანდისტული მედიის საშუალებით. ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე ჩვენს უძვირფასეს თანამოქალაქეებს აცხადებენ რადიკალებად, კრიმინალებად, ყველაფრის მკადრებლებად. 2. სახელმწიფო ბერკეტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიპოვებენ ამ ადამიანების მისამართებს. 3. მათთან დაკავშირებული, უბინძურესი ტროლ-ბოტების დახმარებით მთელს სოციალურ ქსელებს მოჰფენენ ამ ადამიანების ფოტოებით, რომელთა ქვეშ მათი მისამართებია მითითებული. 4. ბანდები, შპანა, ხელის ჟურნალისტები, ვითომ პოლიციელები იწყებენ აქტივისტთა სახლებთან ჩასაფრებას, მოძრაობას, ხმაურს, რათა შეაშინონ ჩვენები. როგორ უნდა უჭირდეს ადამიანს, ან როგორი ავადმყოფური აზროვნება უნდა ჰქონდეს მას, რომ ძალაუფლების არმქონე რიგით მოქალაქეებს ასე, ამ მეთოდით დაუპირისპირდეს. დედის გინება არ გაგვდისო და ასე მოქცევა საკუთარი თავის, ოჯახის გინების ტოლფასი არ არის? ეს გაგდით? P.S. ვინმე რამეს თუ აშავებს, ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო უნდა ვიყოთ და არსებობს შესაბამისი პროცედურები. ფოტოებისა და მისამართების ფრიალი, სადარბაზოებთან ხალხის შეშინება არის ბანდის, კრიმინალური დაჯგუფების, რეციდივისტის ხელწერა. ფუჰ!

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”