ეს არალეგიტიმური, ე.წ. მთავრობა ორ ფაქტორზე – უიმედობასა და შიშზე დგას. ეს არის იმის შიში, რომ წინ ვერაფერს ვხედავ,რ ა ქინება ხვალ, ზეგ, ნელ-ნელა კი ერთიც და მეორეც იმსხვრევა, – ამის შესახებ ირინა სარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მასაც კი ჰქონდა დაკარგული იმედი, რომ აქ რამე შეიცვლებოდა, თუმცა, ბოლო პროცესებმა მას იმედი დაუბრუნა.
ივანიშვილის, გარდა იმის, რომ ის არის რუსეთის და პუტინის მარიონეტი, ეს არ არის ჭკვიანი, ის არის ტიპური შულერი, რომელმაც ქვეყანა გადააქცია კაზინოდ, ჩვენ მან სხვადასხვა ღირებულების ფიშკებად გაგვანაწილა, ჩვენ კიდევ ამ კაზინოში ჭადრაკის დაფით შევდივართ მისთვის მოსაგებად. მისთვის წამგებიანი მოედანი ქუჩაა, რისიც მას ეშინია ქუჩაა და ის უნდა გადმოათრიო აქეთ. აქ საუბარი დაუსრულებელ აქციებზე არ არის. ხალხი მოიმატებს თუ იქნება იმედი და ნათქვამი, რომ ჩვენ დავიწყებთ და დავამთავრებთ და ეს შესაძლებელია. კატასტროფაა, მართლა ჩამოშლილია ყველაფერი. როცა შენ თავს მერს უწოდებს და შენს შტაბს ტიტუშკები იცავენდ ა არა პოლიცია, იქ უკვე სახელმწიფო აღარ არსებობს, – განაცხადა სარიშვილმა.