ზელენსკი: რუსეთმა პენსიის ასაღებად მისული ხალხი დაბომბა

20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა საავიაციო ბომბით დაარტყეს. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დაბომბვის დროს ხალხი პენსიას იღებდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლავს უმძიმესი ვიდეოკადრები.
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და მსოფლიოს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, რუსები განაგრძობენ სიცოცხლის განადგურებას, მაგრამ თავიდან იცილებენ ახალ და ძლიერ სანქციებს და ახალ და ძლიერ დარტყმებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს, საჭიროა -ისა და ევროპის რეაქცია და ძლიერი მოქმედებები, რათა რუსეთს სიკვდილი აღარ მოჰქონდეს.
იაროვაია დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის სოფელია. ეს რაიონი ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
რუსეთს იაროვაიას დაბომბვაზე არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე