მედია: დრონებით თავდასხმისას სოჭში შესაძლოა ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა

9 სექტემბერს სოჭს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი – ავტომობილის მძღოლი, რომლის მანქანას ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა. ასევე დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ღამით ქალაქში სამჯერ ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები, ხოლო სოჭის აეროპორტი 30 წუთზე მეტი ხნით დაიკეტა.

ს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კრასნოდარის მხარეს ორი დრონი ჩამოაგდეს, შავ ზღვაზე – 15, ბელგოროდის ოლქში – 7, კურსკის ოლქში – 3, ყირიმში – 2, ხოლო ტამბოვისა და ვორონეჟის ოლქებში – თითო.

გამოცემა „აგენტსტვო“ წერს, რომ შეტევის დროს სოჭში შესაძლოა, იმყოფებოდა წინა დღეს ჩამოსული .