შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს

გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
„საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს პაპუაშვილი.