ონლაინ მედია პუბლიკას განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე მათ ორ ჟურნალისტს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს.
“ალექსანდე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოვახერხეთ კოლეგის დახმარებით, ამ დრომდე ვეძებთ პუბლიკის კუთვნილ მეორე ტელეფონს.
პუბლიკა მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს.
პუბლიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე”. – წერია პუბლიკას განცხადებაში.
მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ.