ჯანდაცვის მინისტრი – სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით აქტიურია – არ შეიძლება პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს შეხვედრა ან არ შეხვედრა

შეხვედრა არასდროს არც პრობლემა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს შეხვედრა ან არ შეხვედრა. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდამჭერ აქციას და მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით იქ გაჟღერებულ მოთხოვნას შეეხებოდა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით აქტიურია.
„შეხვედრა არასდროს არც პრობლემა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა აფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარს, ალბათ უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით. საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მგონია, რომ ამ კუთხით, რიცხვები მეტყველებს სწორედ ამაზე – თუკი რამდენიმე წლის წინ 50 მლნ-ს არ აჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მლნ-ს უტოლდება. მგონია, რომ ეს თვალსაჩინო არის საზოგადოებისთვის ისედაც და ასეთი ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ცალკეულ გაუმჯობესებს, ბუნებრივია, ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ. იმ ხალხს, ვინც შეიძლება იმყოფებოდეს აქციაზე, არასდროს შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ. არ ვიცი, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როცა ამ შეხვედრებს, ისედაც როდესაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვენ, ყოველთვის იღებენ. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ ინოვაციურ მედიკამენტებს, კვლევებს და მკურნალობის თანამედროვე სახელმძღვანელოებს. ისინი მინისტრს შეხვედრის გამართვას სთხოვენ, სადაც დაპირებების ნაცვლად იმსჯელებენ ქმედით ნაბიჯებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ