კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის სხდომასა და „მეგობარ აქტზე“ – ჩვენ არაფერს ველოდებით – კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით, საქართველოდან ა მიწვეული, ხელისუფლება არაფერს ელოდება – -ის ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.
„არაფერს ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ. ბოლოს, პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილისმწამებლური ინფორმაციით.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პრესრელიზს თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს