შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ – მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ -მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი