რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სომხური ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულის შობას ზეიმობს.
„სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. მარიამი ის რჩეული იყო, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოებისა და ღირსებებისთვის ღვთის დედად ყოფნის მადლი მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”