რელიგიის საკითხთა სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ღვთისმშობლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლობას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.
„დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავენ. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.