· 128
მსახიობი თედო ბექაური საზოგადოებამ ფილმში, „გაღმა ნაპირში“ შესრულებული როლით გაიცნო, მრავალი წლის შემდეგ კი მაყურებლის წინაშე უკვე მოცეკვავის ამპლუაში წარდგა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ თითოეულ ეპიზოდში თედო გულშემატკივრების გაოცებას არ წყვეტს და ყველა დავალებას შესანიშნავად ართმევს თავს.
პროექტის ერთ-ერთ ეპიზოდში თედოს მეუღლემ მის შესახებ ისაუბრა.
„ოჯახურ საქმეებში მეხმარება, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაინც ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ შეძლებისდაგვარად მეხმარება.
ისეთი მამაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, უკეთესი არ არსებობს, არა მხოლოდ მამა, ბავშვის საუკეთესო მეგობარია, მასთან ერთად დახტის, ჭიდაობს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება მამამ გააკეთოს. როდესაც სცენაზე ვხედავ, სიამაყის განცდა მაქვს“,- აღნიშნა თედო ბექაურის მეუღლეm.
„ძალიან მიდგას გვერდში, სახლში დაღლილი რომ მივდივარ, მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერში გვერდში დამიდგეს. ყოფილა დღეები, ძალიან ცუდ ხასიათზე მივსულვარ სახლში, ყველაფერს ცდილობს, კარგ ხასიათზე დამაყენოს“, – თქვა თედო ბექაურმა.