ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს მალე აპირებს, აშშ-ში კი ევროპელ ლიდერებს ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გეგმავს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვაშინგტონში კი ევროპელი ლიდერების ვიზიტია დაგეგმილი. ეს 7 სექტემბერს ჟურნალისტებს ენდრიუსის ბაზაზე უთხრა თავად ტრამპმა, რომელიც უქმე დღეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.
7 სექტემბერს -ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების „მეორე ეტაპზე“ გადასასვლელად. ამას წინ უძღოდა ომის დაწყების შემდეგ რუსული დრონებითა და რაკეტებით ზე ერთ ღამეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომლის შედეგად კიევში დაზიანდა მთავრობის შენობაც.
პრეზიდენტმა ტრამპმა 7 სექტემბერს მედიასთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ საკითხს გადაწყვეტენ.
ტრამპის ინფორმაციით, ამ კვირის ორშაბათს, ან სამშაბათს აშშ-ში ჩავლენ ევროპელი ლიდერები, თავად კი მალე, უახლოეს დღეებში საუბარს გეგმავს პრეზიდენტ პუტნთან. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს