“საქართველოში აღარ შემომიშვეს” – აზერბაიჯანელი სტუნდენტი, რომელიც თბილისში სწავლობს

საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში არ შემოუშვა აზერბაიჯანელი სტუდენტი, ჟურნალისტი ჯავიდ აჰმედოვი, რომელიც სწავლობს თბილისში. როგორც ის ამბობს, უარის კონკრეტული მიზეზი მას არ განუმარტეს. ჟურნალისტი საქართველოში თურქეთიდან ბრუნდებოდა.
„39-გრადუსიანი სიცხითა და ყელის ტკივილით საქართველოში ჩამოსულს მაშინვე უკან დაბრუნება მომიწია. აღმოჩნდა, რომ ჯარიმა არა 5 000, არამედ 10 000 ლარი იყო. ვუთხარი: „დღეს გადავიხდი, ცოტა დრო მომეცით.“ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს: „თუნდაც გადაიხადო ჯარიმა, ქვეყანაში მაინც არ შეგიშვებთ.“ როცა მიზეზი ვიკითხე, არანაირი ახსნა, მხოლოდ იმეორებდნენ: „სხვა მიზეზებით.“ ყველა პოლიციელი ჩემს პასპორტში არსებულ ამერიკის ვიზას უყურებდა და სერიოზულ სახეს იღებდა, თითქოს ეს დანაშაული ყოფილიყო” , – წერს აჰმედოვი ფეისბუკის გვერდზე.
მან ასევე განმარტა, რომ იმ ფურცელზე რომელიც საქართველოს მესაზღვრეებმა მისცეს, როგორც ქვეყანაში შეშვების უარის საფუძველი, მითითებულია „სხვა მიზეზები“.
26 წლის ჯავიდ აჰმედოვი 2024 წლის სექტემბრიდან თბილისში GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სწავლობს. ის საქართველოდან თურქეთში 2024 წლის აგვისტოში გავიდა, რა დროსაც მას საზღვარზე განუცხადეს, რომ 5 ათასი ლარით იყო დაჯარიმებული თბილისში, პარლამენტთან გზის გადაკეტვის გამო, თუმცა, ქვეყანაში დაბრუნების პრობლემა არ შეექმნებოდა.