კიტ კელოგი – რუსეთი ესკალაციას ახდენს კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, ასეთი ქმედებების შედეგად მოვლენები, შეიძლება, უკონტროლო გახდეს

ნებისმიერ ომში საფრთხე ესკალაციაა. როგორც ჩანს, ესკალაციას ახდენს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმით, კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, – ასე ეხმაურება უკრაინის საკითხზე ს სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„ისტორია აჩვენებს, რომ მოვლენები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს ასეთი ქმედებების შედეგად. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად. თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს სურს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება“, – წერს კელოგი.
შეგახსენებთ, რუსეთმა ს 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.