ბათუმში, ”ძლიერი საქართველო ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

ბათუმში, ”ძლიერი საქართველო ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს
დღეს, ბათუმში, ”ძლიერი საქართველო ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.
ბათუმის მერის კანდიდატად წარდგენილია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გოჩა გუგუნავა.
ქობულეთის მერობის კანდიდატად, “ძლიერი საქართველო-ლელოს” ადგილობრივი ლიდერი, პაატა ცივაძე დასახელდა.
ხულოს მერობისთვის ირაკლი ბოლქვაძე იბრძოლებს, პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის”
ნათია მგელაძე შუახევის მერობის კანდიდატი იქნება, კოალიციიდან “ძლიერი საქართველო- ლელო”.
რამაზ დავითაძე წარდგენილია მერობის კანდიდატად ქედაში “ძლიერი საქართველო ლელოდან”
ასევე, “ძლიერი საქართველო-ლელოს” წარმომადგენელი იბრძოლებს ხელვაჩაურის მერობისთვის – კანდიდატად ბადრი მამულაძეა წარდგენილი.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას