ვის ეკუთვნის რესტორანი “ქვევრი”, სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა.
„ტვ პირველის“ ცნობით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და მეწილე ლაშა ბასლანძეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
bm.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის რესტორანი ქვევრი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტიბუა და ბასლანძე რეესტრში რესტორნის თანამფლობელებად მითითებული არ არიან. თბილისის და ს ” ქვევრის” წილის 100%-ს ბასლანძე ფლობს და ისაა დირექტორიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა