რობერტ ფიცოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მასთან საუბრისას ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პრეზიდენტ ს „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში.
მედიის ინფორმაციით, ს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან შეხვედრის დროს გარკვევით განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად მზად იყო.
„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ იქნებოდნენ აღფრთოვანებულები, თუ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა. თუმცა, ორივე მხარე ხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიაყენოს, აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია და რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებელია მასთან საერთაშორისო თანამშრომლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.