შალვა პაპუაშვილი – გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ტიტუშკების“ ზიზღი და ძალადობა – დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა

გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“.
„გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ტიტუშკების“ ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა.
დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“, – წერს პაპუაშვილი.