ზელენსკი: პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიევში ჩავიდეს მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნა, რომ თვითონ აპირებს მოსკოვში წასვლას.
„მას შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როცა ჩემს ქვეყანას რაკეტებს უშენენ, ყოველდღე თავს ესხმიან“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მოსკოვში შეხვედრის შესახებ პუტინის წინადადება მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესის გადადებას. ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი „-ს თამაშებს ეთამაშება“ და ესმის მოსკოვში შეხვედრის შეუძლებლობა.
პუტინმა ამ კვირაში ორჯერ გამოთქვა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს ზელენსკის. შეხვედრაზე. „თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვი“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 5 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთ შეხვედრაში დიდ აზრს ვერ ხედავს, მაგრამ მზადაა, მიიღოს ზელენსკი და უსაფრთხოების გარანტიები მისცეს მას.
კრემლს კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის წინადადებაზე პუტინთან კიევში შესაძლო შეხვედრის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე