დონალდ ტრამპი ალექსანდრე ლუკაშენკოზე – დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ლიდერია – მან 16 პატიმარი გაათავისუფლა, კიდევ 1400 პატიმარი ჰყავთ და მჯერა, რომ ბევრს გაათავისუფლებენ

ბელარუსი ბევრ პატიმარს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო „დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერია“.
„მან 16 პატიმარი გაათავისუფლა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. კიდევ 1400 პატიმარი ჰყავთ და მჯერა, რომ ამ 1400-დან ბევრს გაათავისუფლებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა პოლიტიკური პატიმარია.
„ძლიერი ლიდერია, მაგრამ მას 1400 პატიმარი ჰყავს და მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის