საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისკენ სვლა წაგებით (თურქეთთან 2:3) კი დაიწყო, მაგრამ ხასიათის გამოსწორება მალევე შეუძლია. დიახ, გამოსწორება და იმედია, არა გაუარესება. წინ ბულგარეთთან მატჩია, ისევ “დინამო არენაზე” – 7 სექტემბერს, 17:00 საათზე.
“ჯვაროსნებს” ბულგარელებთან საამაყო ისტორია არ აქვს, მაგრამ ბოლო გადაკვეთის დროს ეს გარკვეულწილად გამოსწორდა და ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა ამის შემდეგ თბილისში მკვეთრად დაცვიდან ითამაშეს და არ წააგეს (0:0).
ილიან ილიევის გუნდმაც მარცხით დაიწყო, ოღონდ ეს ესპანელებთან (0:3) მოხდა. საინტერესოა, წარუმატებელი თამაშების შემდეგ მწვრთნელები რა ცვლილებებს მიმართავენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან ნაკრებში მე-19 გოლი გაიტანა და გიორგი მიქაუტაძეს ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. პირველობას ჯერ შოთა არველაძე (26) ინარჩუნებს.
მართალია, სამი გოლი გაუშვა, მაგრამ ესპანელებთან გუნდში საუკეთესო შეფასება მეკარე ვუცოვს ჰქონდა, შემდეგ კი ცენტრალურ მცველ ცენოვს. ბულგარელები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ. კირილ დესპოდოვის ტრავმა მართლაც სერიოზული დანაკლისია.
ორივე ნაკრებმა იცის, რომ წაგება მუნდიალის გზაზე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებთ, ამიტომ მონდომებას არ დააკლებენ. სანიოლის გუნდი შინ თამაშობს და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენონ.
ბულგარელები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ, 1994 წელს კი სულაც მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ვილი სანიოლი თურქებთან გააძევეს და სათადარიგოთა სკამზე არ იქნება. როგორც მატჩის შემდეგ მისი ასისტენტისგან, ზურაბ ხიზანიშვილისგან გავიგეთ, ტაქტიკა არ შეიცვლება და კვლავ 4-მცველიანი იქნება. საბედნიეროდ, ტრავმა არ არის, ხოლო ვინ როგორ აღიდგინა ფიზიკური ფორმა, ამას სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება.
დაცვაში ერთი ცვლილება ნამდვილად იქნება და მარცხენა მცველად ირაკლი აზაროვი ითამაშებს. საქართველოს ნაკრები გარისკავს და შეტევას ეცდება, რაც გარკვეულ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.
გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად ნიკა გაგნიძე და თავიდანვე 4-3-3 სქემა ლოგიკურია. წინა მატჩიდან სხვა ცვლილებას ნაკლებად ველით. შესაძლოა, სანიოლმა შანსი ნოდარ ლომინაძეს მისცეს და სათადარიგოთა შორის ანზორ მექვაბიშვილი აღმოჩნდეს.
მთავარი მსაჯი შვედი ნუბერგია.
“ეროვნულ ნაკრებში ქართველების მსგავსად უნდა მოიქცე, ისინი მოედანზე ამას აკეთებენ” – უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
“დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს” – თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
“ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია” – კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
