ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა

ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, სიდნეის სანაპიროზე დიდი ზომის ზვიგენი სერფერს დაესხა თავს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სიდნეის პოლიციის ინსპექტორმა, ჯონ დანკანმა განაცხადა, რომ ის წყლიდან სხვა სერფერებმა ამოიყვანეს, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 2025 წელს ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის