ნიკა კაციამ პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს მიმართა:
„ჩვენ გვაერთიანებს იდეა – იდეა ქვეყნის გადარჩენის და ნათელი მომავლის. მაშინ როცა კოლეგები მეკითხებიან, რას გააკეთებ დანარჩენი ტყვეებისთვის, მაქვს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი, უნდა გაკავეთო ის, თქვენთან ერთად, რასაც გააკეთებდნენ ის ბიჭები და ორი ქალი, ტყვეობაში, ისე მომხდარიყო რომ ჩემზე ადრე გამოსულიყვნენ,ზუსტად ვიცი რომ ერთგულად, თავდადებულად და პრინციპულად გააგრძელებდნენ ბრძოლას.
ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ერთიანობა რომელიც ძალიან ბევრ დღეს მოიცავს ამ ბრძოლაში, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და პრინციპული უნდა გავხადოთ…
მაქვს თქვენი იმედი, მაქვს თქვენი ერთგულების იმედი, თქვენი გულწრფელობის იმედი… არ ვაპირებ გაჩერებას, ისევე როგორეც თქვენ, გვახსოვდეს რომ უამრავი ადამიანი გვყავს დასახსნელი, სამაგალითო მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი და სამაგალითო ბიჭები…“




