(ვიდეო) – გენო პეტრიაშვილი პოლიციის კორდონის უკან – “დგებუაძე უნდა გახდე?”

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის, ქართული ოცნების გუნდის წევრს, გენო პეტრიაშვილს, რომელიც პოლიციის კორდონის უკან დგას, ეკითხება, ვინ დაიწყო ომი? – გენო პეტრიაშვილი მას არ პასუხობს და მიუხედავად იმისა, რომ იცის, აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი არ გაატარებს და ეძახის, აქ მოდით, აქ მესაუბრეთო, თუმცა, მას, ნამდვილად შეუძლია აქციის მონაწილეებთან მისვლა, მაგრამ არ მიდის.
კადრებში ჩანს, რომ როცა მაგდა ეუბნება: – რატომ გვიღებ, უნდა გვიჩივლო? დგებუაძე უნდა გახდე? – პოლიციელი მიტრიალდება, რათა დაინახოს, მართლაც უღებენ აქციის მონაწილეებს ოცნების ლიდერები ვიდეოს?
მაგდა მამუკაშვილი წერს:
კორდონის უკან დგას და მოდიო, მეძახის, რამდენგზის ჩემპიონია…

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით