კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დევიდ ლემი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ანჯელა რეინერის მიერ ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.
რეინერს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი შეცვლის.
სტარმერის ბრძანების თანახმად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი გახდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს შაბანა მაჰმუდი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ანჯელა რეინერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან დღეს გადადგა.
