დამატებითი ბილეთები საქართველო – ბულგარეთის მატჩზე

7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.
როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივარისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება. შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ლი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში.
დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება. ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17- ჩათვლით არის განთავსებული.
NAKREBI.GE
“დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს” – თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
“დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს” – თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
თურქეთმა უნგრეთს მოუგო – ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
შანსი საქართველოს ნაკრებს! – ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა
“საქართველოში ზალპს გავუძელით” – ბულგარული მედია
კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა
სანიოლის აუხდენელი სურვილი – საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]