ირაკლი კობახიძე – თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის

თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან – ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს მიერ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.
კობახიძის თქმით, ის პატივს სცემს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების, პრეზიდენტის დამოკიდებულებას. პრეზიდენტი ფართო გაგებით, ბუნებრივია, ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან – ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.
მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.