მსურველთა კოალიცია: 26 ქვეყანა თანხმდება ომის შემდგომ უკრაინაში ჯარების ან აღჭურვილობის განთავსებაზე

ოცდაექვსი ქვეყანა მზადაა ში ჯარები გაგზავნოს ან დახმარება გაუწიოს ხმელეთზე, ზღვაზე ან ჰაერში, მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს, მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საერთაშორისო ჯარები არ განლაგდებიან კონტაქტის ზონებში, არამედ „გეოგრაფიულ არეალებში, რომლებიც ამჟამად დგინდება“.
მაკრონის თქმით, ეს ოპერატიული სამუშაო ახლა პოლიტიკურ და სამართლებრივ დონეზე უნდა ფორმალიზდეს, რათა უსაფრთხოების გარანტიები სწრაფად ამოქმედდეს ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, რომ მათმა პარლამენტებმა დაამტკიცონ ის წვლილი, რომლის გაღებაც.
არ გავრცელებულა დეტალები იმის შესახებ, თუ რა წვლილს გაიღებს თითოეული ქვეყანა, თუმცა მაკრონმა დაადასტურა, რომ 26 ქვეყანას შორის იტალია და გერმანია არიან.
პოლონეთმა საჯაროდ გამორიცხა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა.
ამასობაში, მაკრონთან ერთად ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიესალმება ზოგიერთი პარტნიორის განცხადებებს „უკრაინისათვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების შესახებ“.
უკრაინის პრეზიდენტმა მ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „გამარჯვებად“ შეაფასა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ მზადაა შეხვდეს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორმხრივად ან ტრამპის მონაწილეობით.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ამ შეხვედრის გასაჭიანურებლად“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. ვფიქრობ, თუ გსურთ, რომ შეხვედრა არ შედგეს, მაშინ კი, მოსკოვში მიმიწვიეთ“.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ტრამპი „ძალიან უკმაყოფილოა“ უნგრეთით და თ რუსული საწვავის შესყიდვის გაგრძელების გამო.
ფორუმი