ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, დანიელ ნობოა ავრცელებს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა.
„მე ახლახან საგანგებო მდგომარეობის განკარგულებას მოვაწერე ხელი, რათა შეიარაღებულ ძალებს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, – განაცხადა ნობოამ.
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკორეალიზატორები, მკვლელები და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები მთავრობას კარნახობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა“, – აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო