ს აქვს შთამბეჭდავი გეგმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით

8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა.
„კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო ს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი