ნორდიკულ-ბალტიური რვიანისა და უკრაინის ლიდერები: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შეზღუდვა

3 სექტემბერს ში, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენის რეზიდენციაში გაიმართა ნორდიკულ-ბალტიური რვიანისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, რომლის შემდეგაც გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება:
“პუტინს არ სურს მშვიდობა. ამას მკაფიოდ ვხედავთ ბოლო კვირებში და ბევრჯერ გვინახავს ადრეც. მზად არის მოლაპარაკებისთვის. მზად არის უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთს აქამდე არ გამოუთქვამს ცეცხლის შეწყვეტის დაპირება და არ გადაუდგამს ნაბიჯი ამისკენ. განაგრძობს მიზეზების ძებნას საკითხის გადადებისთვის და ამავე დროს სულ უფრო მეტად მიმართავს სასტიკ და განურჩეველ ძალადობას, მათ შორის უკრაინაში განზრახ მშვიდობიანი მოსახლეობაზე დარტყმებს. რუსეთი წარმოადგენს გრძელვადიან საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის”.
ნორდიკული და ბალტიის რვა ქვეყანა მზად არის მეტი თანხის გასაღებად, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესასყიდად:
“გავაძლიერებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ხაზს ვუსვამთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდის გადაუდებელ საჭიროებას. ამ კონტექსტში, მხარს ვუჭერთ „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის“ (PURL) ახალ ინიციატივას უკრაინისთვის მაღალი პრიორიტეტის მქონე ამერიკული იარაღის დაფინანსებაზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შეზღუდვა, არც მათ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. კვლავ ვადასტურებთ, რომ მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”.
ცხრა ქვეყნის ლიდერები ხაზს უსვამენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს შემუშავების მნიშვნელობას, -თან და სხვა პარტნიორებთან ერთად. ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ლიდერები კვლავ ადასტურებენ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციას და მტკიცე კავშირს ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან:
“რუსეთს არ გააჩნია ვეტო უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე”.
სამიტის შემდგომ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია საფრთხე, რომელსაც ქმნის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის კავშირები:
“რუსეთის მზარდი თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან და მზარდი ახლო კავშირები, მათ შორის სამხედრო, ჩინეთთან არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ახდენს ზეგავლენას, არამედ აქვს გაცილებით ფართო ზეგავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე. თუკი დავუშვებთ რუსეთის წარმატებას უკრაინაში, შესაძლოა სხვებმაც მისდიონ სამხედრო აგრესიის გზას”.
სამიტის მონაწილეები გამოდიან რუსეთისა და მესამე ქვეყნებში მისი ხელშემწყობების მიმართ მეტი და უფრო მკაცრი სანქციების შემოღებისკენ მოწოდებით:
“ეს მომენტი მოითხოვს უფრო ძლიერ კოლექტიურ პასუხს” – აღნიშნულია განცხადებაში.
“როცა ევროპა და აშშ ერთობლივად მოქმედებენ, შეგვიძლია რეალური და მდგრადი შედეგების მიღწევა. სანქციებმა უფრო ღრმად უნდა დაარტყას რუსეთის ომის ეკონომიკას, მიზანში ამოიღოს ქსელებს, რომლებიც ამ ომს ასაზრდოებენ და მკაფიო გახადოს, რომ აგრესია უდიდეს ფასად ჯდება”.