მედია: პოლიციის მაღალჩინოსანმა, სერგი ბზიშვილმა “ქართული ოცნების” წევრის, ბექა ოდიშარიას გინება ხალხის მიმართ ვერ გაიგონა

პოლიციის მაღალჩინოსანმა, სერგი ბზიშვილმა “ქართული ოცნების” წევრის, ბექა ოდიშარიას გინება ხალხის მიმართ ვერ გაიგონა.

მისი თქმით, ბექა ოდიშარიას ხალხი აგინებდა.

მე რაც დავინახე, პოლიციელებმა რაც დავინახეთ მოქალაქეები, ქალბატონებიც სხვათა შორის აგინებდნენ, 11-სართულიანი გინებები ისმოდა ბექა ოდიშარიას მიმართულებით და ეს მოგწონთ თქვენ?

მოქალაქეები აგინებდნენ რაც მე დავინახე, თან ქალბატონები, უხდება ქალბატონს გინება?

არ მომისმენია, ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე [ოდიშარიას საპასუხო გინება],” – განაცხადა სერგი ბზიშვილმა. 

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოდან გამოსულმა “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ აქციის მონაწილეები აგინა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბექა ოდიშარიას მოქალაქეებთან დაპირისპირებამდე, აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, წყალი შეასხეს და კვერცხი ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად