დონალდ ტრამპი – პუტინს უახლოეს დღეებში დაველაპარაკები – მისთვის გზავნილი არ მაქვს, ის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში დაელაპარაკება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენ ძალიან მკაცრი ზომები მივიღეთ. თუმცა, მას უახლოეს დღეებში დაველაპარაკები და ვნახოთ რა მოხდება. ზუსტად გავიგებ რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პოლონელი ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ დგამს ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ მისი ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის ტარიფების დაწესება მსგავსი ნაბიჯი იყო.
„ამას ნაბიჯს არ უწოდებთ? ჯერ მეორე ფაზაც კი არ დამიწყია. არც მესამე ფაზა დამიწყია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისი პოზიცია იცის.
„მე მისთვის გზავნილი არ მაქვს. ასე თუ ისე, ის გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ან კმაყოფილები ვიქნებით ან უკმაყოფილოები. თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს