„ქართული ოცნების“ ლიდერები შტაბს ხმაურისა და შეძახილების ფონზე ტოვებენ – მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი და მობილიზებულია პოლიცია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე უწევთ ღონისძიების დატოვება.
შტაბის გარე პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ს, თბილისის მერს, ს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ისინი განლაგებულები არიან, როგორც ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, ასევე “ფილარმონიასთან”.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მხარეს იყვნენ განლაგებულები, უშუალოდ კახა კალაძის შტაბის წინ განლაგდნენ.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილსა და მხარდამჭერებს შტაბის შიდა პერიმეტრი ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.
აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი მელიქიშვილის გამზირი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ